რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ხანგრძლივ პაუზაზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 14 აგვისტო 2024, 15:06
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა „ხანგრძლივ პაუზაზეა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, როდიონ მიროშნიკმა უკრაინასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არაადეკვატურ მტერთან მოლაპარაკებები არაბუნებრივია.

„უკრაინამ კურსკის რეგიონში ტერორისტული ქმედებებით, სულ მცირე, დიდი ხნით შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. არაბუნებრივია სამშვიდობო მოლაპარაკებები აბსოლუტურად არაადეკვატურ მტერთან“, – განაცხადა როდიონ მიროშნიკმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
სოზარ სუბარი: 2008 წელს სააკაშვილმა დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებდა და კოდორის ხეობა საარჩევნო მიზნით, ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში
არქივი