მარია ზახაროვა: ტყვედ ჩავარდნილმა უკრაინელმა „ბოევიკებმა“ წინააღმდეგობის გაწევის დროს, მოქალაქეების უმოწყალოდ დახვრეტის ბრძანება მიიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 14 აგვისტო 2024, 15:44

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას ბრიფინგზე გამოეხმაურა. 

ზახაროვას მტკიცებით, კურსკის ოლქში დატყვევებული უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ წინააღმდეგობის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის ბრძანება მიიღეს. 

„კურსკის ოლქში დატყვევებული უკრაინის შეიარაღებული ძალების „ბოევიკები“ აღიარებენ, რომ წინააღმდეგობის გაწევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის ბრძანება მიიღეს. სახიფათო ტერიტორიიდან ევაკუაციის დროს, შეიარაღებული ფორმირებები მშვიდობიან მოქალაქეებს განურჩევლად ესროდნენ. ტყვედ ჩავარდნილებმა თქვეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უმოწყალოდ დახვრეტის ბრძანება მიიღეს“, - 

 

აცხადებს მარია ზახაროვა. 

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს
ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით
არქივი