ირაკლი კობახიძე: ყოველგვარი ზღვარი წაშლილია მდიდარ NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, უკვე ყველამ გაიგო, რომ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 05 სექტემბერი 2024, 00:26

საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით, რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარია მდიდარ NGO-ებზე, რომლებიც არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.

„ისინი პირდაპირ გამოდიან კამპანიით, გადახედეთ მათ განცხადებებს და „ფეისბუქ“-გვერდებს, ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქვიათ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით. ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ. რაზეა საუბარი, როცა 2022 წელს პირდაპირ სცენაზე ავიდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, საუბარი მაქვს მდიდარ NGO-ებზე. ასეთ ვითარებაში მათ არც ერთ ნაბიჯს უკვე ფასი აღარ აქვს. უკვე ყველამ გაიგო, რაც შეიძლება მანამდე ასე მკაფიოდ გასაგები არ იყო, რომ სინამდვილეში ეს NGO-ები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონს ყოველ ჯერზე რუსულს ეძახით
ირაკლი კობახიძე - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ საქართველო არის დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე (CFSP/CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძე: რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს
მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი
არქივი