ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 სექტემბერი 2024, 19:14
სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია მოველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა , - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიდერი ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.

ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო.

ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: საქართველოს დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - მაქვს რწმენა, ჩვენს ხალხებს შორის საერთო ინტერესებზე დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობები უფრო განმტკიცდება
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოში ლატვიის საელჩო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა
არქივი