უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი - ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან ის [შოთა ბერეკაშვილი] ენჯეოს წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოხდა, რომ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი [შოთა ბერეკაშვილი] თქვენ სიაშია?
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბერეკაშვილის ერთ-ერთი პროექტი აშშ-ის საელჩომ დააფინანსა.
„აშშ-ში, რომლის სახელითაც თქვენ ასე აპელირებთ, აგენტებს ეძახიან ასეთ [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ] ორგანიზაციებს. აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც ამ კანონს ყველა ჯერზე რუსულს ეძახით. თუ გინდა ამოიცნო ყველაზე რადიკალი ნაცი, უნდა დააკვირდე - თუ ის ქართულ კანონს, ქართულ საქმეს, ეროვნულ პრიორიტეტებს ეძახის რუსულს, ის რადიკალი ნაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |