დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 10 სექტემბერი 2024, 21:27
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“.

პოლონური მედიის ცნობით, ეს განცხადება ტუსკმა პოლონელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ტუსკის თქმით, პოლონეთს არ შეუძლია, დაეთანხმოს გერმანიის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებების შესახებ, გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან“, – აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ბერლინი სასაზღვრო კონტროლის გერმანიის ყველა საზღვარზე აღადგენს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია, მიმდინარეობს ექსპერტიზა
მიხეილ სააკაშვილი - გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში
ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებზე გავეცანით ბრალის დადგენილებებს, სიგიჟეა, რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს
გიორგი შარაშიძე - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული
არქივი