საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან სამი მედლით დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 10 სექტემბერი 2024, 21:51

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოკრივე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ქართველმა გოგონებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

წარმატება მოკრივე გოგონებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიამ მიულოცა; სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.

ტურნირის ჩემპიონი რაჰიბა ისმაილოვა (48 კგ) გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი სოფია ტურბინინა 4:1 დაამარცხა. ვერცხლის მედალი მიიღო ჰურამან კასუმოვამ (57 კგ), თათია ბუკიამ (81 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი ბრეგაძე ქსანში, პენიტენციურ დაწესებულებაში ახალ ინფრასტრუქტურას გაეცნო
გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს
ირაკლი ზარქუა: მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, იქნებ დაიცვათ კანონი, გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამის უფლება არ გაქვთ
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა
არქივი