გიორგი გახარია - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 19 სექტემბერი 2024, 00:42

მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, თუმცა არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

„გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს, რომელიც სამწუხაროდ, ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო, ვერ დალაგდა. თუმცა, რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა არის უფრო კონკრეტული საკითხები, რომელიც ხვალ, დღის განმავლობაში, წესით, იმედი მაქვს, რომ დასრულდება და შეთანხმება იქნება მიღწეული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ხვალ  დასრულდება.

„ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის. ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი – როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, რომელიც ჩვენ გვაქვს – სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიები, ჩვენი სტუდენტების დასაქმება. რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერება, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი.

მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ იმედია, ყველაფერს დავამთავრებთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იულია სვირიდენკო უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა
ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან
ამ წერილით ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა
შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ამ მიმართულებით განვითარება გაგრძელდება
ევროპაში იყო პერიოდი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ არა კოცონზე წვავდნენ. ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა
არქივი