ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 01 ოქტომბერი 2024, 20:15

ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ. შესაბამისი გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ყოფნისგან, საჰაერო განგაშის შემთხვევაში კი, თავშესაფრებისკენ გაეშურონ.

ისრაელის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.

როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ბერაია დაინიშნა
არქივი