42
01 ოქტომბერი 2024, 23:20
მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპი ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებას ეხმაურება.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ არ გვქონია ომი ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა არ მოხდებოდა, თეთრ სახლში მე
რომ ვყოფილიყავი“, – აღნიშნავს ტრამპი.
ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |