ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს აფრთხილებს არ ჩაერიოს ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 02 ოქტომბერი 2024, 12:37

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს ვაშინგტონი ისრაელზე თავდასხმამდე არ გაუფრთხილებია, თუმცა აქვე მოუწოდა ამერიკას არ ჩაერიოს კონფლიქტში.


„შეტევამდე ჩვენ აზრები ერთმანეთში არ გაგვიცვლია. ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ-ის შეიარაღებული ძალები მოერიდონ ამ კონფლიქტს და არ ჩაერიონ“, - თქვა არაღჩიმ.



გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
ისრაელის არმია მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩეს დაცულ ადგილებთან ახლოს
კახი კახიშვილი - პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
არქივი