დავით კაჭარავა: ანტი ლგბტ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს არ ველოდებით, რადგან ყველას გვახსოვს გამჭვირვალობის კანონზე წინააღმდეგ მისი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული არგუმენტი - „იმიტომ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 02 ოქტომბერი 2024, 17:46

რაც შეეხება ანტი ლგბტ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, გვახსოვს, რომ როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო, მისი წარმომადგენლისგან მთავარი არგუმენტი იყო - „იმიტომ“. აქედან გამომდინარე, მისგან არანაირ მოტივირებულ შენიშვნებს არ ველოდებით, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ანტი ლგბტ კანონპროექტზე ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, რადგან ქართული საზოგადოების პოზიცია ამ კანონთან მიმართებით ყველასთვის ცხადია.

„პრეზიდენტიც და ოპოზიციაც ორცეცხლშუა არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დავალებებს ასრულებენ და ვიცით, ამ დავალებების უკან თუ რა ძალა დგას. მაგრამ, პრეზიდენტმა ანტი ლგბტ კანონპროექტზე ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, რადგან ჩვენი საზოგადოების პოზიცია ამ კანონთან მიმართებით ყველასთვის ცხადია. ამიტომ, პრეზიდენტმა ამ ყველაფერს თავი აარიდა იმით, რომ კიდევ ერთხელ არაკონსტიტუციური ნაბიჯი გადადგა და [შეხვედრებზე წავიდა.] სამწუხარო ის არის, რომ ამ შეხვედრებს ის ქართველი ხალხის სახელით მართავს და საუბრობს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი დღეს სწორედ იმ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, რომელთაც მას არჩევნებზე ხმა მისცეს.

ანტი ლგბტ კანონი ჩვენი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. ის იცავს ჩვენს ტრადიციებს და ქართველ არასრულწლოვანებს“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
სოზარ სუბარი: 2008 წელს სააკაშვილმა დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებდა და კოდორის ხეობა საარჩევნო მიზნით, ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში
არქივი