ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის” შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 25 ოქტომბერი 2024, 17:27

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანიის მუშათა პარტიამ“ აიღო. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარაში თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაჯგუფება „უკვდავთა ბატალიონის“ ორმა წევრმა, ასია ალიმ და როჟარ ჰელინმა განახორციელეს.

ცნობისთვის, „თურქეთის საჰაერო კოსმური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმა 23 ოქტომბერს მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა შენობასთან ბომბი ააფეთქა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. ანკარაში თავდასხმა თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ აქტად შეაფასა და ერაყსა და სირიაში ქურთების პოზიციები დაბომბა.

თურქეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ქურთული ჯგუფების 120 სამიზნის წინააღმდეგ განხორციელდა ავიაიერიშები. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო
იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა მსოფლიო დონის აღიარებაა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
ავსტრალიაში პლაჟზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლიზ ტრასი: მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
არქივი