მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 26 ოქტომბერი 2024, 14:14

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი