„პოლიტიკო“ - აშშ-ში პოლიციის უფროსები და შერიფები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ძალადობის, უბნებზე არეულობისა და ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო საფრთხეებისთვის ემზადებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 31 ოქტომბერი 2024, 13:27

აშშ-ში არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პოლიციის უფროსები და შერიფები მთელი ქვეყნის მასშტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის, საარჩევნო უბნებზე არეულობისა და ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო საფრთხეებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, არიზონის შტატის მარიკოპას ოლქში 5 ნოემბერს რამდენიმე საგანგებო ცენტრი იმუშავებს. ჯორჯიის შტატში პოლიციის ყველა ახალ ოფიცერს მოეთხოვება საარჩევნო სამართლის შესწავლა. ნებრასკას შტატის ომაჰას ოლქში შერიფმა ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთებების საპასუხოდ ბიულეტენების მთვლელი მანქანა შეამოწმა. ამას გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან გადიან კონსულტაციებს, როგორ მოახდინონ რეაგირება სხვადასხვა საფრთხეზე, მათ შორის ბომბის არსებობის, ცრუ განგაშის შეტყობინებაზე, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერების აღმოჩენაზე, თუ მსგავს რამეს ადგილი ექნება არჩევნების დღეს.

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ბევრი სამართალდამცავი და საარჩევნო ექსპერტი საშინელ ნორმად განიხილავს იმას, რომ ამერიკაში არჩევნები მუქარების, ხულიგნობისა და ძალადობის ფონზე იმართება.

„ეს არის ახალი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, არჩევნების დღე იქნება მშვიდობიანი, წყნარი და ყველასთვის უსაფრთხო. იმედი არ არის სტრატეგია, სტრატეგია – მომზადებაა“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ საუბარში მეიჯორის ოლქის შერიფთა ასოციაციის დირექტორმა, მეგან ნოლანდმა.

სამართალდამცველები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ოთხი წლის წინ შეიცვალა, როდესაც 2020 წლის არჩევნებამდე დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ დემოკრატები მას პრეზიდენტობას მოჰპარავდნენ. შემდგომ, როდესაც ხმებს ითვლიდნენ და მისი მარცხი ჯო ბაიდენის წინაშე უდავო გახდა, მან და მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს სიცრუე და კონსპირაციული თეორიები საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო უბნების თანამშრომლების შესახებ. მისმა მხარდამჭერებმა შეაფერხეს ხმების დათვლა დეტროიტში, ისინი ატერორებდნენ ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკებს და 2021 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ კაპიტოლიუმში და დაარბიეს ის. ახლა, როდესაც ტრამპი კვლავ ავრცელებს სიცრუეს არჩევნების გაყალბების შესახებ და ცილს სწამებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სამართალდამცველები შიშობენ, რომ ძალადობისკენ გზა გახსნილია.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და თავდასხმები დემოკრატიის მექანიზმებზე დაწყებულია. ბოლო დღეებში, ბიულეტენები დააზიანეს საარჩევნო ყუთებისთვის სავარაუდოდ ცეცხლის წაკიდებით არიზონაში, მასაჩუსეტსში, ვაშინგტონსა და ორეგონში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - რუსულ კანონს რასაც უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ
შალვა პაპუაშვილი - არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის უზრუნველყოფას რეგიონში
ნიკოლოს სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
პროკურატურა: საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით
არქივი