პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 01 ნოემბერი 2024, 00:23

ისევ და ისევ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა, ბორელმა ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს, ასევე პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან.

„ცესკომ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რასაც მეორე დღეს უპასუხა პროკურატურამ და რეალურად, გამოძიება დაიწყო. ამ პირობებში, ისევ და ისევ ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიად განიხილავენ ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ განცხადებას, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მოგვიწოდა ამერიკის პრეზიდენტმა, ბორელმა გამოძიების დაწყებისკენ, პირდაპირ მოუწოდეს შემდეგ სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები. ეს ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ არ აპირებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის NGO-ს წარმომადგენელი, მას აქვს სხვა პასუხისმგებლობა.

როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელმწიფოს სისტემას სდებს პრაქტიკულად უმძიმეს ბრალს, რა თქმა უნდა, მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, როგორიც არის საქართველოს პროკურატურა. როცა ამას არ აკეთებს, აქ უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში არაფერი აქვს სათქმელი გამოძიებისთვის სალომე ზურაბიშვილს. ის არის იმედგაცრუებული, ემზადებოდა 6-წლიანი ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენისთვის, თუმცა გაუცრუვდა იმედები და ახლა ხავსს ეჭიდება. ეს არის სკამისთვის ბრძოლა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ოპოზიციონერების მხრიდან. მათ სხვა სკამების მოლოდინი ჰქონდათ და რეალურად, ეს იმედები გაუცრუვდათ. შესაბამისად, ხავსს ეჭიდებიან, თუმცა რესურსი რეალურად აქვთ ნულოვანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი