ნიკოლოს სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 15 ნოემბერი 2024, 00:40

პირადად შევხვდი ამ მისიის [ეუთო/ოდირის] ხელმძღვანელობას არჩევნებიდან სადღაც 4 დღის თავზე და ვთხოვე მათ, მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ისინი, სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ანგარიშში იყო ჩამოთვლილი და შემიძლია, ამის უფლება მაქვს, რომ საჯაროდ ვილაპარაკო, რადგან ამაზე მათგანაც ვითხოვე თანხმობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის.

„რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის.

რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეუთოს მისია მხოლოდ ერთ ფაქტს შეესწრო, ერთ კონკრეტულ უბანზე, როდესაც როგორც თვითონ მომიყვნენ, ერთ-ერთმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხელი დაარტყა კომისიის წევრს. ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარემ იმოქმედა ძალიან პროფესიულად, როგორც მათ თქვეს, დახურა ცოტა ხნით უბანი და ნახევარი საათის მერე ეს უბანი გაიხსნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც მათ დააფიქსირეს.

რაც შეეხება ამომრჩევლის დაშინებას, მე ვკითხე რა იგულისხმება ამაში, გინახავთ თუ არა თქვენ ფაქტები. მათ თქვეს, რომ ჩვენ პირადად დაშინების ფაქტი არ გვინახავს, უბრალოდ რასაც ვგულისხმობთ ამაში ეს არის ის, რომ უბნებზე იყო კამერები, ერთი და მეორე, უბნების გარეთ ადამიანები, აგიტატორები თუ კოორდინატორები ახდენდნენ აღრიცხვას საკუთარი ამომრჩევლის. მე მათ ვუთხარი, რომ თქვენ ალბათ იცით, რომ არც კამერა და არც ამომრჩევლის აღრიცხვა არალეგალური საქმიანობა არ არის და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა არ არის, მათ მითხრეს, რომ კი ვიცითო.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვკითხე მათ რას გულისხმობდნენ და მათ მითხრეს, რომ ამაში იგულისხმება მერების ჩართულობა კამპანიის დროს. მერი არ არის ადმინისტრაციული რესურსი, მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის არჩეული ადამიანი, მით უმეტეს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან უდიდესი უმრავლესობა და მათ თავისუფლად შეუძლიათ კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი კულებაზე: ქართველებს რომ გვექაჩებოდა უკრაინის ომში, თვითონ რატომ არ მიდის იმ ომში, რომელიც მის სამშობლოს ეხება?! მე რამდენადაც ვიცი, ის საერთოდ უკრაინაშიც არ არის ახლა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონ რასა იუკნევიჩიანეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე სხვა მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა რეჟიმის დაბრუნება სურთ
კახა კალაძე: ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
არქივი