შალვა პაპუაშვილი - არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 15 ნოემბერი 2024, 00:43

არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

პაპუაშვილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „აქტივისტები კალანდარიშვილის სახლთან მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ“.

„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლაურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - აქციაზე მყოფი ბავშვები არიან ძალადობრივ გარემოში, არსებობს დაშავების რისკი. მოვუწოდებთ მშობლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვანები. ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები
საია - 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია
სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
პრეზიდენტი - გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ
სალომე ზურაბიშვილი - საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური - როგორც ჩანს, ახალი მინისტრი ძალიან შეშფოთდა
არქივი