ინგოროყვას კლინიკის ექიმი - მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში, მოხდა დამუშავება, გაკერვა - ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 30 ნოემბერი 2024, 00:37

მარიამი გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.

ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: დიდი ხანია, აქციამ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, აქციის მონაწილეებმა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით წყლის ჭავლის მანქანა დააზიანეს, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!
შსს - აქციაზე მყოფი ბავშვები არიან ძალადობრივ გარემოში, არსებობს დაშავების რისკი. მოვუწოდებთ მშობლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვანები. ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები
საია - 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია
სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
პრეზიდენტი - გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ
არქივი