იმ ახალგაზრდებს, რომელიც თვლიან და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რომ თითქოს რაიმე შეჩერდა ევროკავშირთან მიმართებაში, მინდა ვუთხრა, რომ ეს ტყუილია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ევროკავშირის ელჩიც იტყუებოდა მაისში და ახლაც იტყუებიან, რომ სადმე რამე შეჩერდა, უბრალოდ მიკვირს, როგორ შეიძლება თქვენ აპროტესტებდეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების 90%, ანუ იმ პირობას, რაც ჩვენ დავდეთ და თან აპროტესტებდეთ იმათთან ერთად, ვინც იცით, რომ წერილი მისწერეს ევროკავშირს, რომ შეუჩერეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და უვიზო რეჟიმიო. აი ამ ხალხმა, ვინც ეს წერილი დაწერა, ვინც ამ წერილზე ხელი მოაწერა, იმათ გვერდით დგახართ ახალგაზრდებო და იმათთან ერთად იცავთ საქართველოს ჩვენგან, ვინც აქამდე მოვიყვანეთ უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობაც, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |