ლევან ნიკოლეიშვილი საჯარო მოხელეებსა და დიპლომატებზე: გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს, როცა ვიღაცისგან გარკვეული სარფიანი გარანტია მიიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ" მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 30 ნოემბერი 2024, 21:49

გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს როცა ვიღაცისგან გარკვეული სარფიანი გარანტია მიიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ" მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა, ვინმეს სჯერა მათი ასეთი "გულწრფელობის“, ცხადია არა,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის დატოვებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის მათი „სულის" რეალური მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ ამჯერად ვირთხის ინსტინქტმა უფრო იმძლავრა მათში და შესაბამისად ვადამდე ადრე დაიწყეს გაქცევა. „ვიღაცას ჰგონია, რომ გემი იძირება და სასწრაფოდ ტოვებს მას, მაგრამ მალე დარწმუნდება გემი ისევ ტალღებს მიაპობს, თვითონ კი მართლაც გაქცეულ ვირთხებს ემგვანებიან. ეს იმ საჯარო მოხელეებს და დიპლომატებს ეხება, რომლებმაც თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია, თუ ეს ასეა, სად იყვნენ გუშინ ან თუნდაც გუშინწინ რატომ მაშინ არ გადადგეს ვითომდა აღშფოთება-შეშფოთების ეს მზაკვრული ნაბიჯი? გუშინ სკამი არ ეთმობოდათ და დღეს როცა ვიღაცისგან გარკვეული სარფიანი გარანტია მიიღეს, „მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ" მათში ევროპულ შეგნება გააღვიძა, ვინმეს სჯერა მათი ასეთი "გულწრფელობის“, ცხადია არა. ეს გახლავთ მათ "სულის" რეალური მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის ასეთი ჰქონდათ, უბრალოდ ამჯერად ვირთხის ინსტინქტმა უფრო იმძლავრა, შესაბამისად ვადამდე ადრე დაიწყეს გაქცევა, თუმცა აქ ძალიან შეცდნენ, გემი კი არ იძირება, არამედ მათთვის სამწუხაროდ ისევ წინ მიდის!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - აქციაზე მყოფი ბავშვები არიან ძალადობრივ გარემოში, არსებობს დაშავების რისკი. მოვუწოდებთ მშობლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვანები. ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები
საია - 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია
სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
პრეზიდენტი - გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ
სალომე ზურაბიშვილი - საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური - როგორც ჩანს, ახალი მინისტრი ძალიან შეშფოთდა
არქივი