ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 30 ნოემბერი 2024, 23:33

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, - წერს სალომე შაფაქიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საია - 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია
სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
პრეზიდენტი - გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ
სალომე ზურაბიშვილი - საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური - როგორც ჩანს, ახალი მინისტრი ძალიან შეშფოთდა
პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია
არქივი