სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 01 დეკემბერი 2024, 22:18

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის.

 პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს და პარლამენტის წინა პერიმეტრს ამ გზით ასუფთავებს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო, მონებო". ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამასთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ანათებენ ლაზერებს და ისვრიან სხვადასხვა საგნებს.

შეკრებილებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
ისრაელის არმია მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩეს დაცულ ადგილებთან ახლოს
კახი კახიშვილი - პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
არქივი