სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ შსს-ს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და არ მოახდინოს მოქალაქეთა უსაფუძვლო შემოწმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 07 დეკემბერი 2024, 01:11

მოვუწოდებთ შსს-ს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და არ მოახდინოს მოქალაქეთა უსაფუძვლო შემოწმებები, – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

„საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცავები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმების და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 მუშაობს 24-საათიან რეჟიმში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სერგეი ლავროვი - ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა - რუსეთი ამას არ შეეგუება
უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად ღვთისმსახურმა წაიკითხა
კახა კალაძე - გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვების დღეს
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 20 და 21 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
არქივი