34
09 დეკემბერი 2024, 18:28
ტელეკომპანია „იმედი“ არ აპირებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას, – ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გახარიას პარტიის წევრები კერძო ტელევიზიასთან, „ტვ იმედთან“ შეიკრიბნენ, სადაც გადამღებ ჯგუფებზე ახდენენ ზეწოლას და ჩვენი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ტელეკომპანია „იმედი“ არ აპირებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |