პაველ ჰერჩინსკი სანქციებზე: ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 09 დეკემბერი 2024, 18:35

მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება, - განაცხადა მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ამასთნ, მისი თქმით, საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მიმდინარეობს სამუშაო, რომ მომზადდეს სანქციები, თუ მიაღწევენ ერთსულოვნებას.

„მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან მაშინ, როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. თუმცა რაც ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მე ვიცი, სამუშაო მიმდინარეობს, რომ სანქციები მომზადდეს, თუ ჩვენ მივაღწევთ ერთსულოვნებას. ეს დამოკიდებულია 27 წევრ სახელმწიფოზე. იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, ამ ხარისხის ძალადობისა და სისასტიკის იგნორირება მოახდინოს. ვნახოთ, ორშაბათს თუ იქნება წარმოდგენილი სანქციები. სამუშაო ნამდვილად მიმდინარეობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყება
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას
ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ. ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს - ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით
კახა კალაძე: 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს
არქივი