ალეკო ელისაშვილი - მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 09 დეკემბერი 2024, 19:51

მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული - ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მძიმე დღეები გაიარა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, თუმცა, თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება.

„მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ.

მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით!

რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი”, - წერია ალეკო ელისაშვილის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
Trend.az: საერთო მიზნებითა და ურთიერთნდობით გაერთიანებული აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან შექმნან სამხრეთ კავკასიის მომავალი
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა
არქივი