ლევან ნიკოლეიშვილი: უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 11 იანვარი 2025, 01:05

ასეთი ვაჟკაცის დანახვაზე პოლიციის ლანძღვას რომ დაიწყებ ე.ი. რა დღეში გაქვს ნერვები. მათივე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელების მისამართით გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კადრები გადახვიონ და კარგად ნახონ როგორ ექცევა წამყვან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელები მათსავე აგრესიულ ზღვარს გადასულებს.

„ასეთი ვაჟკაცის დანახვაზე პოლიციის ლანძღვას რომ დაიწყებ ე.ი. რა დღეში გაქვს ნერვები. თუმცა, რა გასაკვირია, როცა ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს ლანძღავენ, მომღერლებს სიმღერას უშლიან და მოცეკვავეებს ცეკვას, ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხესთან მისვლას, „ტვ იმედს“ კი ხელმეორედ დარბევა, დაწიოკებას უპირებენ, მღვდელმსახურებს კი გაკრეჭას...გმირი ბიჭების ცხედრებს უპატრონოდ ტოვებდნენ ომში, ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდნენ, სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთზე აჩუქებდნენ...საკუთარ ქვეყანაზე "დანოს დანოსზე" წერენ, ყველგან საქართველოს დასჯას სთხოვენ უცხოელებს. მათივე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ. ეს ჭინკებად ქცეულები ცუდად ხდებიან სიმშვიდის და პოლიციელის დანახვაზე. კადრები გადახვიონ და კარგად ნახონ როგორ ექცევა წამყვან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელები მათსავე აგრესიულ ზღვარს გადასულებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ წერილით ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა
შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და ამ მიმართულებით განვითარება გაგრძელდება
ევროპაში იყო პერიოდი, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ არა კოცონზე წვავდნენ. ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა
ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, წერილის ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს
ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში
არქივი