ზურაბ ქადაგიძე: თუ გვინდა ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, უნდა მივბაძოთ ამერიკას - სრულად უნდა მოხდეს სოროსის სინდიკატის დემონტაჟი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 11 იანვარი 2025, 18:30

ვეტინგის“ კლასიკური მაგალითებია - ალბანეთი და უკრაინა, სადაც ადგილობრივი სასამართლოები სოროსის სინდიკატის, არასამთავრობოების ხელშია! - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ექსპერტის თქმით, „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის სურვილი სამი წლის წინ საქართველოშიც ჰქონდათ. მიზეზი მარტივი იყო - იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს წააგებდა საქმეში ჩაერთვებოდა სასამართლო და შედეგებს გააუქმებდა.

„რატომ გამოცხადდა სოროსი ბოროტებად და რა არის „დიფ სთეითი... როგორი სქემით მოქმედებს ჯორჯ სოროსი და როგორია „დიფ სთეითი" ზედაპირულ დონეზე: პირველ რიგში - არ არსებობს მრავალი, „დიფ სთეითი“ ერთი არაფორმალური სინდიკატია, რომელიც წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფონდებით, სამოქალაქო ორგანიზაციებითა და პროფესიული გაერთიანებებითმედია-პლატფორმებით, პოლიტიკური პარტიებით, სამართლებრივი რეფორმების ჯგუფებით, ანალიტიკური წრეებით. განსხვავება „დიფ-სთეითის“ მუშაობისა, შტატებსა და სხვა ქვეყნებში, მხოლოდ სუბორდინაციულია - ამერიკაში მაღალი დონის მენეჯმენტია, სხვა ქვეყნებში დაბალი დონის მმართველები(ამერიკის საელჩო) და ადგილობრივი შემსრულებლები.

ყველა ეს ჯგუფი ჩანერგილია სახელმწიფო ინსტიტუციებში(სასამართლო, აღმასრულებელი, საპარლამენტო ხელისუფლება, ბიუროკრატია, ბიზნესი, ეკონომიკური, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, დიპლომატიური კორპუსი და ა შ.) და საზოგადოებრივად აქტიურ პროცესებში(საზოგადოებრივი აქტივიზმი). ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციურად ფორმირება. ეს სინდიკატი საერთო ნარატივითა და შეთანხმებული მოქმედებებით ახორციელებს სხვა და სხვა პროცესებს დაწყებული არჩევნებზე გავლენებითა და დასრულებული, რევოლუციური განწყობების ფორმირებით, უკიდურეს შემთხვევაში ძალადობრივი "მაიდნის" პროვოცირებით უცხოეთში და ამერიკაში BLM -ით, სასამართლოთი და მედია-ცენზურის გამოყენებით. თუმცა, უცხო ქვეყნის მაგალითებზე, ერთი აუცილებელი ფაქტორია ამ სინდიკატის სწორად ფუნქციონირების პროცესში - ადგილობრივ სასამართლოზე აბსოლუტური გავლენა! ვინც ფლობს სასამართლოზე გავლენას, ყველა სამართლებრივ პროცესს ის აკონტროლებს.

ყველა არჩევნებისა თუ არასასურველი პოლიტიკური პროცესის რევიზიას მოახდენს! კონკრეტული მაგალითია რუმინეთი, სადაც არჩევნებზე გავლენა ვერ მოახდინეს და მართული სასამართლოთი მიიღეს სასურველი შედეგი. რუმინეთის მსგავსად მოხდება გერმანიაშიც თუ კი მემარჯვენეები გაიმარჯვებენ. ჩვენთანაც ასე იყო ჩაფიქრებული, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როდესაც ე.წ.ვეტინგის თემა გაააქტიურეს ანუ - სასამართლო ფსევდო-რეფორმას გვაჩეჩებდნენ, სადაც ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, ფაქტობრივად უნდა გასულიყო ქართული სასამართლო კონსტიტუციური ჩარჩოდან და სოროსის სინდიკატის ხელში უნდა აღმოჩენილიყო.

ვეტინგის“ კლასიკური მაგალითებია - ალბანეთი და უკრაინა, სადაც ადგილობრივი სასამართლოები სოროსის სინდიკატის, არასამთავრობოების ხელშია! ჩვენთანაც იგეგმებოდა ასე - არჩევნების წაგების შემთხვევაში ჩაერთვებოდა სასამართლო და გააუქმებდა შედეგებს, თუმცა „ვეტინგი“ საქართველოში ვერ განახორციელეს და შესაბამისად, სამართლებრივი დავაც ფორმალობად დარჩა. ამიტომაცაა, რომ სრული მობილიზება დასჭირდა სოროსის სინდიკატს შინ თუ გარეთ, სანქციებით, მუქარებით, უცხო აქტორებითა და ადგილობრივი ჯაშუშებით ცალკე ფსიქოლოგიური და ცალკე, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით სასურველი შედეგის მისაღებად! ამიტომაც გამოცხადდა ამერიკაში სოროსი ბოროტებად, ამიტომაც ებრძვის ტრამპი „დიფ სთეითს"!

თუ გვინდა ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, უნდა მივბაძოთ ამერიკას - სრულად უნდა მოხდეს სოროსის სინდიკატის დემონტაჟი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
Trend.az: საერთო მიზნებითა და ურთიერთნდობით გაერთიანებული აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან შექმნან სამხრეთ კავკასიის მომავალი
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა
არქივი