არჩილ გორდულაძე სანქციებზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ავადსახსენებელი ომი და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 11 იანვარი 2025, 18:59

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ავადსახსენებელი, უბედური ომი და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სანქციების გაუქმებაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

კითხვაზე, ევროპაში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული სანქციები შესაძლოა, ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმოს, აქვს თუ არა მას მსგავსი მოლოდინები, გორდულაძემ აღნიშნა, რომ სანქციები უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად გაუქმდება და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხებაც“.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ მათი დაკვეთითა და გავლენებით მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდება.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რომელიც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ავადსახსენებელი, უბედური ომი და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ყველა ურთიერთობა თანასწორობაზე იქნება დაფუძნებული და რაც მთავარია, ყველა გადაწყვეტილებას ექნება ობიექტური საფუძველი და არა ის, რომ ეს ვიღაცას ასე მოუნდა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას
ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ. ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს - ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით
კახა კალაძე: 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს
კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ
არქივი