მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპსა და აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რათა ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 11 იანვარი 2025, 19:50

კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციას, არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ შესრულების გამო.

„ვფიქრობ, შეერთებული შტატების სტრატეგიული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ბევრი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ს სტრატეგიის ნაწილი, ამის დაცვა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

გასული წლის ნოემბერში, „მეტას“ კონგლომერატი, რომელიც მართავს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს და სხვა სოციალურ მედიასა და საკომუნიკაციო პლატფორმებს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 797 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

ცუკერბერგის თქმით, ევროკომისიის მიერ კონკურენციის წესები ამერიკული კომპანიებისთვის ფაქტობრივად, „ტარიფის დაწესებას ნიშნავს“. მარკ ცუკერბერგის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია სიტუაციას ვერ გაუმკლავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ. ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს - ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით
კახა კალაძე: 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს
კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ
საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
არქივი