საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 11 იანვარი 2025, 21:16

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.

შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“.

ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს.

„როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავა ვათხოვო ან ვაჩუქო, ასევე აქ მაქვს ონისეს მიერ სიმბოლურად ნაჩუქარი ასანთი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში, კრწანისის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ნატო-საქართველოს სწავლება 2025 გაიმართება
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
Trend.az: საერთო მიზნებითა და ურთიერთნდობით გაერთიანებული აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან შექმნან სამხრეთ კავკასიის მომავალი
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა
არქივი