ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 13 იანვარი 2025, 18:21

2024 წლის დეკემბერში ექსპორტი დაახლოებით შვიდი პროცენტით გაიზარდა და 550 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, 2024 წელს საქონლის ექსპორტი დაახლოებით რვა პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 23 მილიარდ. აშშ. დოლარს აღემატება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები მიმდინარე წელსაც, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ზოგადად ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. ამდენად, მოველით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის  ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და  მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან მომავალ ურთიერთობაზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში, ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას, გაქრება კიდეც მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე
პაატა გაფრინდაშვილი: მცხეთის ჯვარი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა
არქივი