შალვა პაპუაშვილი: ქალბატონ რასა იუკნევიჩიანეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე სხვა მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა რეჟიმის დაბრუნება სურთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 13 იანვარი 2025, 21:18

ყველაფერი პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ამიტომ ყველას, ქალბატონ რასა იუკნევიჩიანეს, ბატონ სიკორსკის და სხვა დანარჩენ მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან ერთად, ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც გასამართლდნენ. პაპუაშვილის თქმით, ამ ინიციატივას უკვე გაეცნო.

„ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა, რაც არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის სახით, შეეხება 2003 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამყარების მომენტიდან საპარლამენტო გამოკვლევას იმისას, თუ რას წარმოადგენდა დანაშაულებრივი რეჟიმი, ყველა მისი გამოვლინებებით - იქნებოდა ეს მედიის, ბიზნესის მიტაცება, ადამიანების წამება და სხვა სისტემური დანაშაულები, იმისთვის, რომ მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა, რომელიც დღემდე სააკაშვილს მოდერნიზატორად და დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებს, როგორც მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიკორსკი ამას რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, მათაც დაინახონ, რას წარმოადგენდა ის რეჟიმი, რომელსაც ისინი 2003-2012 წლებში ტაშს უკრავდნენ და დღემდე ეტრფიან.

ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ამიტომ, ყველას, ქალბატონ რასა იუკნევიჩიანეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის მოტრფიალე სხვა დანარჩენ მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში. მიხვდნენ იმას, რატომ ეუბნება ქართველი ხალხი ასე დაჟინებით უარს როგორც ამ რეჟიმს, ისე მათ უცხოელ მფარველებს.

რაც შეეხება გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ ნაწილში, რა ინიციატივაცაა, ეს პროკურატურის საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურად ვაფასებთ და აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი შეფასებები. პარლამენტი პოლიტიკურად შეაფასებს ამ საკითხს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, შიგნით მოიაზრება სისხლის სამართლებრივი დანაშაულები, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამაც ალბათ, ამას გულისყურით შეხედოს და იქ, სადაც შეიძლება, დადგინდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისი გამოძიება და კვლევა ჩაატაროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს - თუ სასამართლოს სურს გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არა
საზოგადოება ხედავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა
პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
არქივი