შალვა პაპუაშვილი კულებაზე: ქართველებს რომ გვექაჩებოდა უკრაინის ომში, თვითონ რატომ არ მიდის იმ ომში, რომელიც მის სამშობლოს ეხება?! მე რამდენადაც ვიცი, ის საერთოდ უკრაინაშიც არ არის ახლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 13 იანვარი 2025, 21:19

ქართველებს რომ გვექაჩებოდა უკრაინის ომში, თვითონ რატომ არ მიდის იმ ომში, რომელიც მის სამშობლოს ეხება?! მე რამდენადაც ვიცი, ის საერთოდ უკრაინაშიც არ არის ახლა, როცა უკრაინა იბომბება და ომი მიდის, - განუცხადა ჟურნალისტებს კულებაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა.

„თავის დროზე, უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ბატონ კულებას საქართველოს მთავრობისადმი მოთხოვნა ჰქონდა, თვითმფრინავებით გაგვეგზავნა საქართველოს მოქალაქეები ომში. ვინაიდან ჩვენ უარი ვუთხარით, ამის გამო ელჩი გაიწვიეს, მაშინ ვიყავით პირველი და ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვია უკრაინამ და პარლამენტის წინ მათმა ერთგულმა ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ მიტინგები მოგვიყვეს - როგორ ბედავდა საქართველო და უარს ეუბნებოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ იქ საქართველოს მოქალაქეებს არ აგზავნიდა ფრონტის ხაზზე.

ახლა რას ვხედავთ? - ერთი, რომ საკუთარ შვილს როცა ეხება, ძალიან კარგად უყურებს კანონის ნორმებს, იქნებ, რამენაირად ააცილოს, მაგრამ შვილს თავი დავანებოთ. თავად კულება, 40 წელს ცოტა გადაცილებული ადამიანია, რატომ არ არის ომში? არც თანამდებობა აქვს პოლიტიკური, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ამ შემთხვევაში აღესრულებინა, არაფერი, თავისუფალი ადამიანია. რატომ არ მიდის ომში?! ქართველებს რომ გვექაჩებოდა უკრაინის ომში, თვითონ რატომ არ მიდის იმ ომში, რომელიც მის სამშობლოს ეხება?! მე რამდენადაც ვიცი, ის საერთოდ უკრაინაშიც არ არის ახლა, როცა უკრაინა იბომბება და ომი მიდის.

რატომ არ არის ომში ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს ექაჩებოდა ომში იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც დიდი ხანია, უკვე ჩვენი საერთო ტკივილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან მომავალ ურთიერთობაზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში, ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას, გაქრება კიდეც მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე
პაატა გაფრინდაშვილი: მცხეთის ჯვარი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა
არქივი