კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესების გამო შედგეს ერთობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 04 თებერვალი 2025, 17:49

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების გამო, საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო.

„პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა აღნიშნული სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს. ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში - რატომ ჰქონდათ ამხელა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით; ის, რაზეც პირდაპირ ვამბობდით, რომ ქვეყნის ჩართვა უნდოდათ ომში, მეორე ფრონტის გახსნა, ამისკენ მოწოდებებიც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა „დიფ სთეითთან“ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

„როდესაც ვნახეთ ტრამპის არჩევა, პირველი, რაზეც მან ისაუბრა, იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მადლობას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან მომავალ ურთიერთობაზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში, ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას, გაქრება კიდეც მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე
პაატა გაფრინდაშვილი: მცხეთის ჯვარი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა
არქივი