პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 04 თებერვალი 2025, 18:12

5 ივლისს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.


დღის წესრიგში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.


აღნიშნული საკითხი ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს.


ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ძლიერმა საქართველომ" 14 მანდატი მიიღო, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო "ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ" 16 მანდატი მოიპოვა.


პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას "გახარია საქართველოსთვის". გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან მომავალ ურთიერთობაზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში, ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას, გაქრება კიდეც მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში შედგა არჩევნები, საქართველოს ჰყავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე
პაატა გაფრინდაშვილი: მცხეთის ჯვარი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე სხვადასხვა სახის წარწერები გააკეთეს, რაც გახლავთ ვანდალიზმი და ძეგლის ხელყოფა
არქივი