დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 17 თებერვალი 2025, 13:43

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“.

„ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთს ძლიერი საბრძოლო მანქანა აქვს.

„მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, რა ტერიტორიული ამბიციების აქვს პუტინს და ფიქრობს თუ არა, რომ მას უკრაინის მთელი ტერიტორია სურს, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინს მანაც იგივე კითხვა დაუსვა.

„მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისთვის. რადგან თუ ის გააგრძელებს, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება და ჩემთვისაც დიდი პრობლემა იქნება. ვფიქრობ, რომ მას სურს დასრულება და მათ სურთ მისი სწრაფად დასრულება. ორივე მათგანს“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი: ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა
ირაკლი კირცხალია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს - ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ
ზელენსკი: ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი აშშ-ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში
ისეთი ფონდების დაყადაღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებენ, სახელმწიფოსგან სრულიად ლეგიტიმურია
არქივი