საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 17 თებერვალი 2025, 13:45

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ იმსჯელა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ექნება როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს.

„საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის კანონი“ იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, რისი დაფინანსება ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და ღიად და გამჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები თუ კონკურსი, რომ ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება
ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
არქივი