თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 17 თებერვალი 2025, 14:00

მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს ძალიან სერიოზული პროცესია, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე.

წულუკიანის თქმით, კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„ნურაფერს ნუ დაუყენებენ წინ იმას, რომ ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდნენ და თავი მოგვასმენინონ. კომისია პირობას დებს, რომ თითოეულ მოსულ პირს, ვინც არ უნდა იყოს და რა თემაზეც არ უნდა იყოს მობრძანებული, კომისიის ფარგლებში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შევუქმნით და კითხვები დასმული იქნება მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე. ყველას ვურჩევდი, გაიხსენონ, რომ საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადებას კანონმდებლობა არ იცნობს. კანონმდებლობა მხოლოდ ერთ რამეს იცნობს, როცა კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე. როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ხორავას ქუჩის საქმეზე კომისია შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცალსახად ეწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არ ექვემდებარება არც პოლიცია, არც პროკურატურა და, მით უმეტეს, სასამართლო, კომისიამ პოლიტიკური შოუსთვის ჩემი დაბარება გადაწყვიტა. მაშინ კეთილი ვინებე, ქუდი დავიხურე, ხელში ქაღალდები ავიღე, პასტა-ფურცელი და კომისიას ვეახლე. ეს დაკითხვა თუ გამოკითხვა ორი წუთი გაგრძელდა, რადგან რომ დამინახეს, მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში ვიყავი. ჩემი მოვალეობა, მით უმეტეს, მინისტრმა შევასრულე. ამისთვის ჩემთვის ვინმეს ჩინ-მედლები არავის ჩამოურთმევია და სხდომაზე როგორც ღირსეულად მოვედი, ისე წავედი. სწორედ ამას ვთავაზობ ყველა ყოფილი თანამდებობის პირს – მოვიდნენ ღირსეულად და ღირსეულად წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრია. ამაზე მეტს არ ვამბობ, რათა ვინმემ ეს მუქარად არ გააფორმოს, მაგრამ საკმარისზე მეტს ვამბობ, რომ ყველა დაფიქრდეს და ითანამშრომლოს. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი