
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა და დემოკრატიის დამხობას ცდილობდა, დღეს უკვე გამოაშკარავდა, რომ ეს რეალობაა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „დიფ სთეითი“ მისი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის.
„ისინი, ვისაც შეთქმულების თეორიები უყვართ, გასაჭირში არიან, რადგან ახალი შეთქმულების თეორიები უნდა მოიფიქრონ. ძველი ყველა სიმართლე აღმოჩნდა. ფაქტია, რომ დასავლეთის ლიბერალური ელიტა ამერიკის მოქალაქეების ფულს იყენებს, რომ საკუთარი იდეოლოგიები მთელ მსოფლიოში დანერგოს. მათ უნგრეთში 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსეს, ფული გადაუხადეს პოლიტიკოსებსა და მედია-საშუალებებს. ეს იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. იმავეს აკეთებს ბრიუსელი, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ. ეს არის გლობალური, ლიბერალური „დიფ სთეითი“, - თქვა ორბანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |