პიტერ სიიარტო - რუსეთის რეგიონებზე უკრაინის თავდასხმის გამო, „დრუჟბას“ მილსადენით რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 11 მარტი 2025, 18:40
რუსეთის რეგიონებზე უკრაინის თავდასხმის გამო „დრუჟბას“ მილსადენით რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები მილსადენზე უკვე მიმდინარებს და ნავთობის მიწოდება შესაძლოა მალე აღდგეს. სიიარტოს განცხადებით, თავდასხმა მოხდა მილსადენის ერთ-ერთ სადგურზე.

პეტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის ენერგომომარაგება არის „სუვერენიტეტის საკითხი“ და ელოდება, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ამას.

ცნობისთვის, 11 მარტის ღამეს უკრაინა მოსკოვს ათეულობით უპილოტო თვითმფრინავით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი