თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 22 მარტი 2025, 21:32

თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე დონალდ ტრამპის, ჯო იულსონის და „მეგობარი აქტის“ ინიციატორების, ჯინ რიშის და ჯინ შაჰინის ფოტოები.

მსვლელობას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს მსოფლიოში, მაგრამ მათაც სჭირდებათ შეგულიანება, რომ აქტიურები იყვნენ ჩვენს მხარდაჭერაში, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც „მეგობარი აქტი“ უნდა იქნას განხილული. ბევრი ხალხი მოდის, ზუსტად ვიცი, გვიერთდება საზოგადოება. მთავარია, ჩვენი გზა არის დაცულობისკენ, განვითარებისკენ, ამიტომ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან ახლო მეგობრობა. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გზა არის იზოლაციისკენ, დაუცველობისკენ, შიშისკენ. ჩვენ მოგვაქვს სიმშვიდე, განვითარება, მათ მოაქვთ შიში, იზოლაცია, ამაშია განსხვავება. ზოგადად, ამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ. ძალა ერთობაშია, ბევრი უნდა ვიყოთ დღესაც და 31 მარტსაც კიდევ უფრო დიდი შეკრება გვექნება. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი საერთო ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა. სწორედ მშვიდობისთვის, დაცულობისთვის ერთიანობისთვის გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და არა ცალკე, იზოლაცია ყოფნა, როგორც ეს ივანიშვილს უნდა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატში ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს. მისი განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა განხილვა გადაიდო. „მეგობარ აქტს“ სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი