გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ - ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 05 აპრილი 2025, 17:42
გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში.

პრემიერის თქმით, ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ “დიფ სთეითი” შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა, ამ ფონზე “დიფ სთეითი” შეეცდება, ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, მაგალითად, რომ გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებშიც ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად უცხოური დაფინანსების მანკიერი და გაუმჭვირვალე პრაქტიკისა და მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა, იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია, ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის“ ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, - განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება
ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
არქივი