ირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ერთადერთი შემთხვევაა ისევ აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 15 აპრილი 2025, 14:38
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩანას ეპიზოდზე რა პასუხებიც მოისმინა კომისიის წევრებმა და საზოგადოებამ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აშენების გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

კირცხალიას თქმით, მმართველ გუნდს არ რჩება სხვა განცდა, თუ არა ისევ აგენტურული ქსელის წევრობა, რომელსაც გახარია წარმოადგენს, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აშენებას მოჰყვა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ერთადერთი შემთხვევაა და ქვეყანა კიდევ უფრო დიდ უბედურებას გადარჩა, როდესაც ეს ინციდენტი შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზარდა.

„გახარიამ, ბატონი ალეკო ტაბატაძის კითხვაზე, მიზეზად განაცხადა, რომ თურმე გატაცებები ხდებოდა და იმიტომ განახორციელა ასეთი პროვოკაციული ჩარევა, იქ გატაცებები რომ არ ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც მიიღო პასუხი, რომ იქ გატაცებები არ ხდებოდა, იმავე წამს უარყო თავისვე პასუხი. მისი გამოსვლიდან, მისი ჩვენებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვრჩება სხვა განცდა, თუ არა ისევ და ისევ იმ დიდი აგენტურული ქსელის წევრობა, რასაც ის ახორციელებს და რასაც წარმოადგენს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედება ჰქვია. მინდა ხაზგასმით ვთქვა - „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს არის ერთადერთი შემთხვევა ისევ ამ აგენტურული ქსელის თანამონაწილის მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია თითქმის მეტი თუ არა ერთი კილომეტრით და მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ კიდევ უფრო დიდი უბედურება არ დატრიალდა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზარდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი