„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცნება „ქალი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა ტრანსგენდერებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 16 აპრილი 2025, 16:29
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცნება „ქალი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა ტრანსგენდერებზე, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „ბიბისის“ ცნობით, ამით სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „შოტლანდიელი ქალებისთვის“ სარჩელი, რომელიც ეხებოდა 2010 წელს მიღებულ თანასწორობს აქტს.

ამ აქტის საფუძველზე შოტლანდიის მთავრობამ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთაც მდედრობითი სქესის აღიარების მოწმობა ჰქონდათ, შეეძლოთ ქალებისთვის განსაზღვრული თანამდებობების დაკავება და ექსკლუზიურად ქალებისთვის ხელმისაწვდომი შენობებითა და სერვისებით სარგებლობა. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს დღევანდელი დადგენილებით, შოტლანდიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი.

88-გვერდიან დადგენილებაში მოსამართლეები აცხადებენ, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტით, სქესის კონცეფცია არის ბინარული ანუ ადამიანი შეიძლება, იყოს ან ქალი ან კაცი.

ამასთან, სასამართლოში განაცხადეს, რომ მათი დადგენილება არ აუქმებს ტრანსგენდერი ადამიანების დაცვას.

როგორც „ბიბისი“ წერს, მართალია, მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათი დადგენილება არ შეიძლება, აღიქმებოდეს საზოგადოების რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გამარჯვებად, თუმცა ორგანიზაცია „შოტლანდიელი ქალებისთვის“ წარმომადგენლები სასამართლოს ვერდიქტს ზეიმით შეხვდნენ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „შოტლანდიელი ქალებისთვის“ ნაწილობრივ ფინანსდება ჰარი პოტერის შესახებ წიგნების ავტორ ჯოან როულნგის მიერ. ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ ცნება „ქალი“ მხოლოდ იმ პირებს მოიცვას, რომლებიც მდედრობითი ბიოლოგიური სქესით დაიბადნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
ირაკლი კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
გლენ დიზენი: მიმაჩნია რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
არქივი