ილონ მასკი: ენჯეოები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა - ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო, ის სისტემური ჰაკერივითაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 19 აპრილი 2025, 14:00
აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ჯო როგანის პოდკასტში.

წამყვანის კითხვაზე შეიძლება თუ არა „ენჯეოები“ გიგანტურ პროპაგანდისტულ მანქანად ან რეჟიმების შეცვლის უზარმაზარ სისტემად ჩაითვალოს, მასკმა დადებითი პასუხი გასცა.

მასკმა ჯორჯ სოროსს გავლენის გლობალური მექანიზმის არქიტექტორი უწოდა, რომელიც „ენჯეოებს“ პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების გასატარებლად იყენებდა მთელს მსოფლიოში.

„ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო. ჯორჯ სოროსი სისტემური ჰაკერივითაა. ის მიხვდა, როგორ უნდა გაეტეხა სისტემა. ის არბიტრაჟის გენიოსია. ის მიხვდა, რომ შეიძლება არც თუ ისე დიდი თანხის გამოყენება არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად, შემდეგ კი პოლიტიკოსების ლობირება, რათა მათ უამრავი თანხა ამ არაკომერციულ ორგანიზაციაში შემოეტანათ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ, ვთქვათ, 10 მილიონი დოლარი აიღოთ არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად და შემდეგ ის არასამთავრობო ორგანიზაციად აქციოთ მილიარდი დოლარით“, - განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, არაკომერციული ორგანიზაცია უცნაური სიტყვაა. ეს უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო აგრძელებს, მას აქვს ლამაზი სახელი, მაგალითად, მშვიდობის ინსტიტუტი ან რამე მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში ეს ფულის გათეთრების მანქანაა.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მთავრობაში იცის, რომ ეს ორგანიზაციები არანაირ მნიშვნელოვან სამუშაოს არ ასრულებენ.

„ეს გიგანტური აფერაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შეიძლება ყველაზე დიდიც კი ისტორიაში“, - აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ „ენჯეოების“ საერთო რაოდენობა მილიონებს შეადგენს, თუმცა ყველაზე მსხვილი ორგანიზაციების ციფრი ათობით ათასია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
პიტ ჰეგსეტი: პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი
არქივი