იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 19 აპრილი 2025, 15:37
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.32 საათზე დაიხურა. მანამდე პატრიარქი განიმოსა და იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა კუვუკლიას სამჯერ ლიტანიობით შემოუარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:36 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა
ბრიტანეთის მთავრობა: მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე
როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, კონსტიტუციური წესრიგიდან გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები
რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ერთხელ საქართველო 2008 წელს და ორჯერ - უკრაინა
ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
არქივი