ნიკოლოზ სამხარაძე: იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 27 აპრილი 2025, 16:58

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოინახულეს, რომელზეც ქართული კულტურული ცენტრი უნდა აშენდეს.

„ვიზიტის ფარგლებში საუბრები გვქონდა იორდანიის ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს იორდანიაში არსებული მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის - შიხანის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და ადგილობრივი არქეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს სამომავლო გეგმებთან და სამუშაოებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

„ისტორიულად დადასტურებულია, რომ შიხანის მონასტერი არის ქართველების მიერ დაარსებული ერთ-ერთი მონასტერი წმინდა მიწაზე და მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს, რათა შენარჩუნდეს ქართული კულტურული კვალი იორდანიაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
არქივი