ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი 28 აპრილს აზერბაიჯანს ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 27 აპრილი 2025, 17:01

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ხვალ, 28 აპრილს აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

წინასწარი ინფორმაციის მიხევდით, ირანის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შევა 120 ადამიანი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი პროვინციის გუბერნატორები.

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემდგომი ვიზიტების დაგეგმვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური კავშირების განვითარებას აღბენდ-ქალალას ხიდის გახსნის კონტექსტში, რომელიც ორმხრივი ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტი გახდება.

მანამდე ირანის საელჩოში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება აზერბაიჯანულ-ირანული ბიზნესფორუმი, იგეგმება რიგი დოკუმენტების ხელმოწერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი